მიუნხენის „ბაიერნმა“ ფრანკფურტის „აინტრახტთან“ ნათანიელ ბრაუნის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
ახალგაზრდა გერმანელი მცველის სანაცვლოდ „რეკორდმაისტერი“ 55 მილიონ ევროს გადაიხდის, ფეხბურთელისთვის 5-წლიანი კონტრაქტიც მზადაა.
ნათანიელ ბრაუნი „აინტრახტში“ 2023 წლიდან თამაშობს და 72 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, მანამდე „ნიურნბერგის“ ღირსებას იცავდა, ხოლო გერმანიის ნაკრებში 7-ჯერ უთამაშია და 1 გოლიც გაიტანა, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე.





