მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს სურს, რომ მისი ფეხბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატს მალე გამოეთიშონ, რათა ისინი შეკრებაზე დროულად გამოცხადდნენ.
„წავიკითხე, რომ ხალხი ამბობდა: „მოურინიო მოვა და გაუშვებს იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც გასულ სეზონში პრობლემა ჰქონდათ“... საერთოდ არა! მინდა, ეს ფეხბურთელები, მინდა, საუკეთესო ფეხბურთელები. ახლა უნდა ვიპოვო გზა, ისინი გუნდად ვაქციო.
რა მსურს მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე? მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა წააგონ, რათა ივლისში შეკრებაზე იყვნენ“, - დაასრულა ხუმრობით მოურინიომ.





