„პარი სენ-ჟერმენის“ გეგმებში გონსალო რამოში არ შედის, რომელიც მიმდინარე ზაფხულს დიდი ალბათობით, ფრანგულ გუნდს დატოვებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „მილანმა“ პსჟ-ს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ ფინანსური დეტალები უცნობია. პარალელურად, იტალიური კლუბი ფეხბურთელთან და მის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
„როსონერის“ ახალ მთავარ მწვრთნელს, რუბენ ამორიმს თანამემამულე ფორვარდი ძალიან მოსწონს. თუმცა, 25 წლის ფეხბურთელით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან.
გონსალო რამოში პსჟ-ში 2023 წლიდან თამაშობს და 131 მატჩში 45 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის ლისაბონის ბენფიკას ღირსებას იცავდა.





