„ნოტინგემ ფორესტის“ და ინგლისის ნაკრების ტალანტი, ელიოტ ანდერსონი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.
ყველაფერზე შეთანხმება მიღწეულია, 23 წლის ნახევარმცველი, რომელიც ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზეა, სამედიცინო შემოწმებას აშშ-ში გაივლის. ტრანსფერის ღირებულება 130 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს და ფეხბურთელი კონტრაქტს 2031 წლამდე გააფორმებს.
ელიოტის ყიდვა „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ სურდა, მაგრამ თანაქალაქელმა კლუბმა აჯობა.
ელიოტ ანდერსონმა „ნოტინგემ ფორესტში“ 2024 წლიდან 92 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბრისტოლ სიტისა“ და „ნიუკასლ იუნაიტედში“ თამაშობდა, ხოლო ინგლისის ნაკრებში 11 თამაში აქვს ჩატარებული.





