ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში მოხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მან კვალიფიკაციის ფინალში ბელგიელი იელინ ვანდრომი დაამარცხა და 2019 წლის შემდეგ პირველად, დიდი სლემის ტურნირზე ითამაშებს:
„ეს ძალიან გრძელი გზა იყო, სავსე ტრავმებითა და დაბრუნებებით. სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული პერიოდი გავიარე, რადგან როგორც კი ტრავმის შემდეგ ვბრუნდებოდი, ისევ ტრავმას ვიღებდი. ამიტომ ჩემთვის ეს შედეგი მართლაც ძალიან, ძალიან განსაკუთრებულია. უიმბლდონის ძირითად ბადეში გასვლა ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული მიღწევაა. ბავშვობიდან ეს ჩემი ოცნება იყო.
აქ ძალიან პატარა ასაკიდან ვცხოვრობ, უკვე დაახლოებით 15 წელია. ამიტომ ეს ადგილი ჩემი მეორე სახლია. ცოტა არარეალური შეგრძნებაა, რომ უიმბლდონის ძირითად ბადეში მოვხვდი. იუნიორებში ეს უკვე გამიკეთებია, მაგრამ ეს სულ სხვა დონეა. ჯერ თავადაც ვერ ვიაზრებ, რა მოხდა. მგონი, ჯერ ბოლომდე არც გამითავისებია, მაგრამ ეს მართლაც განსაკუთრებული, განსაკუთრებული გრძნობაა“, - თქვა ბოლქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ქართველი ჩოგბურთელი უიმბლდონის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად ითამაშებს, დიდი სლემის ტურნირზე კი მეორედ, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, რადგან 2019 წელს ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშა.







