ლონდონის "არსენალი" ბრუნო გიმარაეშის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება პირველი შეთავაზებაც გააკეთა, თუმცა უშედეგოდ.
წყაროს ცნობით, "ნიუკასლმა" "მეთოფეების" 55 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა. „კაჭკაჭები“ ბრუნო გიმარაეშის შენარჩუნებას პრიორიტეტად მიიჩნევენ და „არსენალს“ აცნობეს, რომ აღნიშნულ თანხაში ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებენ.
მიუხედავად ყველაფრისა, "არსენალი" დანებებას არ აპირებს და უახლოეს პერიოდში ახალი შეთავაზების გაგზავნას აპირებენ.
ბრუნო გიმარაეში "ნიუკასის" ღირსებას 2022 წლიდან იცავს, ის გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერია. მისი სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 55 მილიონი ევროა.





