ფეხბურთი

15:16 | 26.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ამ კონტრაქტით ქართველ ნახევარმცველს ექნება საშუალება, ივარჯიშოს ბორნმუთის მეორე გუნდთან ერთად და პირველი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოფიციალური მატჩების განაცხადშიც შეიყვანოს.

„ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უდიდესი მომენტია. აქ დიდი ხანია ვარ და ამ ხნის განმავლობაში ვნახე, როგორ განვითარდა კლუბი და მეც მასთან ერთად. ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბთან ერთად როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება გავიზარდე. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ჩუბინიძემ.

გიორგი ჩუბინიძე 12 წლიდან "ბორნმუთის" აკადემიის წევრია და 18 და 21-წლამდე გუნდებში უთამაშია. მან გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით ინგლისის სამხრეთის ლიგაში მოასპარეზე "დორჩესტერში" გაატარა., სადაც 3 მატჩში თავი 3 გოლით გამოიჩინა.

გიორგი ჩუბინიძეს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრია, მას 17 და 19-წლამდე ნაკრებებში აქვს მატჩები ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157251