"რეალმა" და "კომომ" შეთანხმებას მიარწიეს და არგენტინელი ფეხბურთელი ნიკო პასი იტალიურ კლუბში რჩება. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
"რეალმა" ნიკო პასი "კომოდან" 9 მილიონის სნაცვლოდ გამოისყიდა და შემდეგ კვლავ იტალიურ კლუბს მიჰყიდა, თუმცა მიღწეული შეთანხმების შედეგად, "სამეფო კლუბი" ნიკო პასზე კონტროლს მაინც შეინარჩუნებს, ხელშეკრულებაში დარჩება გამოსყიდვის პუნქტი, რომელიც მომავალში ფეხბურთელის დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.
ნიკო პასმა „კომოს“ მაისურით ბოლო ორ სეზონში 75 მატჩში 19 გოლის გატანა მოახერხა. ის „რეალის“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 8 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ წინააღმდეგ.





