მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ტურნირის ძირითად კარიერაში პირველად იასპარეზებს.
კენჭისყრის შედეგად, მარიამის მეტოქე პირველ წრეში ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი იქნება, რომელიც ATP-ი რეიტინგში ამჟამად 98-ე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული დაპირისპირება 29 ივნისს თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება.
28 წლის ქართველი ჩოგბურთელი უიმბლდონის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად ითამაშებს, დიდი სლემის ტურნირზე კი მეორედ, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, რადგან 2019 წელს ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშა.







