ფეხბურთი

18:22 | 26.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" გვინეის ნაკრების ფორვარდი დაიმატა

"დინამო თბილისმა" გვინეის ნაკრების ფორვარდი ალგასიმ ბა დაიმატა. ინფორმაცია "დინამოს" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

23 წლის ფეხბურთელმა თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა.

ალგასიმ ბა პირეოსის "ოლიმპიაკოსში" ასპარეზობდა, შემდეგ კი კარიერა ნიქოზიის "აპოელში" გააგრძელა. ბოლოს იჯარით "კრასავაში" გამოდიოდა. მას ასევე უთამაშია გვინეის ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში.

"დინამოს" ოფიციალური გვერდის ცნობით, კლბი ნანა კოფი დონკორიმ და აბდულაი იორომ დატოვეს. მათ საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდათ

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159162