„დინამო თბილისმა“ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა.
თბილისური გუნდის რიგებს კვიპროსელი მცველი პარის ფსალტისი შეემატა.
29 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა.
პარის ფსალტისი სხვადასხვა დროს ერმის არადიპუს, ოლიმპიაკოს ნიქოზიას, ომონიას და ეთნიკოსის ღირსებას იცავდა. მას ასევე უთამაშია კვიპროსის ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებში.





