ფეხბურთი

21:58 | 26.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ტონალი "ტოტენჰემს" პირად კონტრაქტზე მოურიგდა

„ნიუკასლ იუნაიტედის“ ფეხბურთელი სანდრო ტონალი შესაძლოა „ტოტენჰემში“ გადავიდეს.

ნიკოლო სკირას ცნობით, იტალიელი ნახევარმცველი „დეზებს“ 2032 წლამდე კონტრაქტზე მოურიგდა, წელიწადში 12 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

„ტოტენჰემში“ დარწმუნებული არიან, რომ ახლა შეთანხმებას „ნიუკასლთან“ მიაღწევენ, რადგან ფეხბურთელმა ლონდონურ გუნდში გადასვლა აირჩია.

სანდრო ტონალი „ნიუკასლში“ 2023 წლიდან თამაშობს და 110 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ბრეშას“ და „მილანის“ შემადგენლობაში გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087271