გონსალო რამოში სულ მალე „მილანის“ ფეხბურთელი გახდება. ტრანსფერზე ყველა დეტალი შეთანხმებულია.
გონსალო რამოშის სანაცვლოდ „როსონერი“ დაახლოებით 70 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც მის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერი იქნება. „მილანს“ აქამდე ყველაზე ძვირად რაფაელ ლეაო ჰყავს ნაყიდი - 49 მილიონად. გონსალო "მილანთან" კონტრაქტს 2031 წლამდე გააფორმებს, სეზონში 5 მილიონი ევროს ანაზღაურებით.
ჩანიშნულია სამედიცინო შემოწმებაც, 25 წლის პორტუგალიელი მომდევნო სეზონიდან „როსონერისთვის“ გაიტანს. ის ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედიოდა, სამაგიეროდ, „როსონერის“ ახალ მთავარ მწვრთნელს, რუბენ ამორიმს თანამემამულე ფორვარდი ძალიან მოსწონს.
გონსალო რამოში პსჟ-ში 2023 წლიდან თამაშობდა და 131 მატჩში 45 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის ლისაბონის „ბენფიკას“ ღირსებას იცავდა.





