ვეტერანი ნიდერლანდელი ფეხბურთელი სტეფან დე ვრეი კარიერას ათენის „პანათინაიკოსში“ გააგრძელებს.
ის ორშაბათს ათენში გაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
დე ვრეი „ინტერში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 296 მატჩში 13 გოლი გაიტანა. მანამდე, ის რომის „ლაციოს“ და „ფეიენოორდის“ ღირსებას იცავდა.





