ფეხბურთი

0:22 | 27.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ორელინ ჩუამენიმ შესაძლოა "რეალი" დატოვოს

მადრიდის „რეალი“ შესაძლოა, ორელინ ჩუამენიმ დატოვოს. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ინსაიდერი ნიკოლო სკირა იტყობინება.

როგორც ის სოცილურ ქსელში წერს, ფრანგი ნახევარმცველი ჟოზე მოურინიოს პროექტის ცენტრში არ არის და გამორიცხული არაა, რომ მიმდინარე ზაფხულს „სამეფო კლუბიდან“ წასვლა მოუწის.

ორელინ ჩუამენიმ 2022 წლიდან „რეალის“ მაისურით 195 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლის გატანა მოახერხა. იქამდე, ფრანგი „ბორდოს“ და „მონაკოს“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094096