სენეგალის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ერაყის ნაკრები 5:0 გაანადგურა და რეკორდიც დაამყარა.
პაპ ტაივის გუნდს აუცილებლად დიდი ანგარიშით მოგება სჭირდება, რაც მოახერხა და ინარჩუნებს შანსს, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეს.
სენეგალი გახდა პირველი აფრიკული ნაკრები, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა. აქამდე, აფრიკელთა საუკეთესო შედეგი მატჩში 4 გოლი იყო - 2014 წელს ალჟირმა გაუტანა სამხრეთ კორეას, ხოლო მიმდინარე მუნდიალზე, ასევე მესამე ტურში, მაროკომ ჰაიტის კარიც ოთხჯერ დალაშქრა.
ისმაილა სარმა, პაპე გეიემ და ილიმან ნდიაეიმ ერაყთან გოლიც გაიტანეს და საგოლე პასიც გააკეთეს. ეს პირველი შემთხვევაა 2014 წლის შემდეგ, როცა მუნდიალზე ერთ მატჩში გუნდის სამმა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი და საგოლე პასი გააკეთა. ბოლოს მსგავსი ფაქტი 2014 წლის მუნდიალის ნახევარფინალში დაფიქსირდა, როცა ტონი კროოსმა, სამი ხედირამ და თომას მიულერმა ბრაზილიასთან 7:1 მოგებულ შეხვედრაში გოლიც მიითვალეს და შედეგიანი პასიც.







