ფეხბურთი

13:45 | 27.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა განმარტა, რატომ არ ათამაშა ჰოლანდი და ოდეგორი

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა ახსნა, თუ რატომ არ ათამაშა საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრაში (1:4) ერლინგ ჰოლანდი და მარტინ ოდეგორი.

სოლბაკენმა შემადგენლობა მთლიანად შეცვალა, რითაც გუნდის ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა:

„აქ იმისთვის ვართ, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ. ის, რაც გავაკეთეთ, ცხადი იყო. ნორვეგიელ გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ, სურდათ ერლინგის და მარტინის ნახვა, მაგრამ ეს მსოფლიოს ჩემპიონატია, უფრო მნიშვნელოვანია, რომ მათთვის დასვენების საშუალება მიგვეცა.

საფრანგეთს მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები ჰყავს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენს საჯარიმოში ძალიან მარტივად შეძლეს იმის გაკეთება, რაც სურდათ. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და მათ დონეზე ვიყაით, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება და ძლიერი გუნდების წინააღმდეგ სწრაფად ისჯები“, - თქვა სოლბაკენმა.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის ნაკრები 1/16-ფინალში 30 ივნისს, კოტ დივუარის ნაკრებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09175