ურუგვაის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად დაემშვიდობა, მარსელო ბიელსას გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთთან 0:1 დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა.
მატჩის დასრულების შემდეგ მარსელო ბიელსამ ჟურნალისტებთან ისაუბრა, არგენტინელი სპეციალისტი ძალიან გაბრაზებული იყო და ემოციებს ვერ მალავდა.
"ჯგუფში ჩარჩენა და წარუმატებელი ასპარეზობა ჩემი პასუხისმგებლობაა. დიდი პოტენციალი გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ ამის რეალიზება ვერ მოვახერხეთ. ქვეყანას პრაქტიკულად ვერაფერს ვუტოვებ, ვერ შევძელი ფეხბურთელების გაუმჯობესება. რაც შეეხება მატჩს, ვფიქრობ გოლის გასატანად რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ შევძელით.
ვალვერდეს შეცვლა მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან ვაგებდით და შეტევაში მეტი აქტიურობა მინდოდა. მუსიალასთვის მე არაფერი მითქვამს, შეცვლა თავად მოითხოვა", - განაცხადა ბიელსამ.
H-ჯგუფი 7 ქულით ესპანეთის ნაკრებმა მოიგო, მეორე ადგილი კი კაპო-ვერდემ დაიკავა 3 ქულით, რომელმაც ყველა თამაში ფრედ ითამაშა. აფრიკელების მეტოქე 1/16-ფინალში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული არგენტინის ნაკრები იქნება. ესპანეთის მეტოქის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.





