საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი "ტორონტო რეპტორს" ტოვებს და თავისუფალი აგენტი ხდება. ინფორმაციას ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი რობ მეროუსი ავრცელებს.
კონტრაქტის მიხედვით, სანდრო მამუკელაშვილს კანადურ კლუბში კიდევ ერთი სეზონის გატარება შეეძლო, თუმცა ამ პუნქტის გამოყენებაზე ქართველი უარს ამბობს და თავისუფალი აგენტების ღია ბაზარზე გადის, სადაც მას შესაძლებლობა ექნება, ახალი უფრო მაღალანაზღაურებადი კონტრაქტის მიღება.
როგორც NBA-ს ინსაიდერის თქმით, მამუკელაშვილის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან გასულ სეზონში მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა "რეპტორსის" შემადგენლობაში და არაერთი კლუბის ყურადღებაც მიიქცია.
სანდროს შემოსავალი "ტორონტოში" წლიურად 2.8 მილიონი იყო. ახლა კი, შესაძლოა მისი ანაზღაურება 10 მილიონამდე გაიზარდოს. რამოდენიმე წყაროს ცნობით, ქართველი ფორვარდის დამატებით ყველაზე მეტად "მინესოტა ტიმბერვულზია" დაინტერესებული.
სანდრო მამუკელაშვილი "ტორონტოს" გასულ სეზონში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მისი საუშუალო სტატისტიკა 2025-2026 წლების სეზონში 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა და 1.9 შედგიანი გადაცემა იყო.







