ფეხბურთი

17:00 | 27.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ითამაშებს, თუ არა მესი იორდანიასთან?
სკალონიმ 91 წლის არგენტინელი ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა

არგენტინის ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს იორდანიის ნაკრებთან გამართავს. მატჩამდე ლიონელ სკალონიმ პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ლეგენდარული არგენტინელი ჟურნალისტი ენრიკე მარკესიც ესწრებოდა.

91 წლის მარკესი არის ადამიანი, რომელიც მე-18 მსოფლიო ჩემპიონატს აშუქებს, როგორც ჟურნალისტი. ლიონელ სკალონი მას გულთბილად შეხვდა, რის შემდეგაც არგენტინელმა სპეციალისტმა მარკესის მიერ დასმულ შეკითხვას: "ითამაშებს, თუ არა ლიონელ მესი იორდანიასთან" უპასუხა:

„ამ თემაზე არცერთ ჟურნალისტს არ ვუპასუხებდი, მაგრამ რადგან ეს კითხვა თქვენ დამისვით, გეტყვით, მესი იორდანიასთან ძირითად შემადგენლობაში არ იქნება. ძალიან დიდ პატივს გცემთ. ამ ასაკშიც აქ რომ გხედავთ, ამით ვამაყობ", - განაცხადა სკალონიმ.

არგენტინის ნაკრებს მერვედფინალში თამაში უკვე განაღდებული აქვს და პლეი-ოფში მათი მეტოქეც უკვე ცნობილია - კაპო ვერდე. არგენტინისა და იორდანიის შეხვედრა 28 ივნისს თბილისის დროით 06:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093689