ჩინეთის სუპერლიგის მე-16 ტურში „შანდონ ტაიშანმა“ სტუმრად "ლიაონგინგ ტირენი" 5:1 დაამარცხა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა.
ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ვაკომ პირველი გოლი 52-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა, ხოლო დუბლის შესრულება შეხვედრის მიწურულს 88-ე წუთზე მოახერხა და მატჩში საბოლოო ანგარიში 5:1 დააფიქსირა.
„შანდონ ტაიშანი" 16 ტურის შემდეგ 21 ქულას აგროვებს და მე-4 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი 4 ივლისს "ბეიჯინგ გოუანის" წინააღმდეგ გამართავს.
ვაკო ყაზაიშვილს ჩინეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.







