ფეხბურთი

18:34 | 27.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მეჰდი ტარემი: "ეს კატასტროფული მსოფლიო ჩემპიონატია"

ირანის ნაკრების კაპიტანმა ჰედი ტარემიმ ეგვიპტესთან მატჩის შემდეგ (1:1) პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან FIFA მწვავედ გააკრიტიკა, მისი თქმით, ეს მსოფლიო ჩემპიონატი კატასტროფაა.

"ეს კატასტროფული მსოფლიო ჩემპიონატია, კატასტროფული. ვგულისხმობ, FIFA-მ აქ ყველა პრობლემა უნდა მოაგვაროს, მაგრამ სამწუხაროდ, მათ ეს დასაწყისიდანვე ვერ შეძლეს. ბატონი ინფანტინო ჩვენს გასახდელში მოვიდა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ პირველი თამაშის შემდეგ და თქვა: "ეს მხოლოდ დასაწყისია…" მაგრამ ჯგუფური ეტაპი ხვალ სრულდება.

ჩვენი ნაკრები ლოჯისტიკური სამსახურის გარეშეა, ის ადამიანები ჩვენთან ყოფნას ვიზის პრობლემების გამო დღემდე ვერ ახერხებენ. როგორ შეიძლება, რომ ყოველი მატჩის შემდეგ ტიხუანადან გვიწევს მგზავრობა? ჩვენ გვიყვარს ტიხუანას ხალხი, ჩვენ გვიყვარს მექსიკა, ისინი თავმდაბალი ადამიანები არიან. მაგრამ როგორც პროფესიონალი მოთამაშეებისთვის, რომლებიც პროფესიონალურ შეჯიბრში თამაშობენ, ამგვარი ვითარება არ არის სწორი.

ჩვენი აზრით, ეს არ არის სამართლიანი. FIFA-სთვის სამართლიანია? კარგი, მათთვის შეიძლება. მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის სამართლიანი. ვის სურს დაგვეხმაროს? თუ უნდათ, რომ ჯგუფში ჩავრჩეთ და სახლში წავიდეთ, მაშინ კარგი — წავალთ, მაგრამ ეს უსამართლოა.

მთელი ტურნირის განმავლობაში, ჩვენს ნაკრებს პრაქტიკულად აღდგენის და ნომალური ვარჯის გარეშე გვიწევს თამაშების ჩატარება", - თქვა ჰედი ტარემიმ.

ირანის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი სამი ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. ითამაშებს, თუ არა მეჰდი ტარემი და მისი ნაკრები პლეი-ოფში, სხვა მატჩების შედეგებზეა დამოკიდებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090533