ფეხბურთი

20:00 | 27.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ "მონაკოს" ახალგაზრდა შემტევის ტრანსფერზე მუშაობს

"პარი სენ-ჟერმენი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "მონაკოს" 24 წლის შემტევის მანესი აკლიუშეს გადაბირებას ეცდება.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, პარიზული კლუბი საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის დამატებას სერიოზულად განიხილავს. იმის გათვალისწინებით, რომ აკლიუშეს დამატება პრემიერლიგის კლუბებსაც სურთ, შესაძლოა პსჟ-ს წარმომადგენლებმა მოვლენები უფრო დააჩქარონ.

მანესი აკლიუშე "მონაკოს" აღზრდილია და ჯერ სხვა კლუბში არ უთამაშია, მან გასულ სეზონში 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის აქტივში 6 გოლთან ერთად, 6 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089583