საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი დედის გარდაცვალების გამო წასვლის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა, იუწყება Le Parisien.
დეშამს დედა გარდაიცვალა და მან დატოვა ეროვნული ნაკრების ბანაკი შეერთებულ შტატებში, გაემგზავრა საფრანგეთში რათა ახლოს ყოფილიყო ოჯახთან და დაკრძალვას დასწრებოდა. მან გამოტოვა I ჯგუფის მესამე ტურის მატჩი, რომელშიც მისმა გუნდმა ნორვეგია 4:1 დაამარცხა.
საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს სამი მატჩის შემდეგ ცხრა ქულა აქვს, I ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში შვედეთს დაუპირისპირდება.







