დღეს, 27 ივნისს, სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ორი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. „იბერიამ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა, 1:0 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება.
გორში გამართული მატჩი „დილასა“ დ„ტორპედოს“ შორის დიდად სანახაობრივი ვერ გამოდგა. სახიფათო მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში. შესვენების შემდეგ თამაში ცოტა გამოცოცხლდა.
აქაც ერთადერთი გოლი გავიდა. 73-ე წუთზე თავი ქუთაისელთა კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა გამოიჩინა. დიეგო დეისაძის გამჭოლი გადაცემის შემდეგ, მამუჩაშვილმა ახლოდან შეაგდო.
„დინამო“ კი მესამე ადგილისთვის მატჩში სუპერთასის შარშანდელ გამარჯვებულ „დილას“ დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა და მატჩი მესამე ადგილისთვის 1 ივლისს გაიმართება.
იბერია - დინამო თბილისი 1:0
27 ივნისი. თბილისი. მიხეილ მესხი.
1:0 ბედოშვილი (12)
დილა - ტორპედო 0:1
27 ივნისი. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
0:1 მამუჩაშვილი (73)







