ლონდონის „ჩელსიმ“ ნახევარმცველ გრანიტ ჯაკასთან კონტრაქტის შესახებ ზეპირ შეთანხმებას მიაღწია, იტყობინება Sky Sports.
„ლურჯებმა“ უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები „სანდერლენდის“ ხელმძღვანელობასთან. შვეიცარიელი ნახევარმცველით პირადად არის დაინტერესებული მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო და აქტიურად ცდილობს მისი ხელმოწერის განხორციელებას. შვეიცარიელი ნახევარმცველით ასევე დაინტერესებულია „მანჩესტერ იუნაიტედი.“
2025/2026 წლების სეზონში გრანიტ ჯაკამ ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯაკას მოქმედი კონტრაქტი „სანდერლენდთან“ 2028 წლამდეა გათვლილი.
ჯაკა ამჟამად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს.





