მადრიდის „რეალმა“ გააუმჯობესა შეთავაზება ვინისიუს ჟუნიორის ახალი კონტრაქტისთვის - გვამცნობს Defensa Central.
„რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა ბრაზილიელს წელიწადში 25 მილიონი ევრო შესთავაზოს, რაც წინა 20 მილიონ ევროსთან შედარებით, ცხადია, „ლოს ბლანკოსი“ ფეხბურთელთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს. ვინისიუსის ამჟამინდელი ხელშეკრულება კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
გასულ სეზონში ფეხბურთელმა „რეალის“ რიგებში ყველა ტურნირზე 53 მატჩი ჩაატარა, 22 ბურთი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.
აჟამად ვინისიუსი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობს. ბრაზილიელები ტურნირის პლეი-ოფში გავიდნენ და 29 ივნისს ჰიუსტონში იაპონიის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან. თამაში თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.
ვინისიუსმა მიმდინარე მუნდიალზე ჯერჯერობით 4 გოლი გაიტანა.





