კოლუმბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნესტორ ლორენცომ ისაუბრა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მომავალ მატჩზე. შეხვედრა კვირას, 28 ივნისს, მაიამი-გარდენსში გაიმართება და თბილისის დროით ღამის 3:30 საათზე დაიწყება.
„ვიცით, რომ პორტუგალიას არაჩვეულებრივი გუნდი და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, ამიტომ არაფერს არ უნდა დავუტოვოთ შემთხვევითობას. ისინი კარგად კოორდინირებული გუნდია და ვფიქრობ, წინ დიდი მატჩი გველის.
ვაპირებთ, საკუთარი სტილი შევინარჩუნოთ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული მახასიათებლების მქონე მოწინააღმდეგეებს შევხვდებით. პორტუგალიელები იყენებენ შუა ბლოკს, ორიენტირებულები არიან ბურთის ფლობაზე და ოსტატურად ახერხებენ ბურთის წინ გადატანას შეტევების დასასრულებლად. ისინი ძალიან კარგად არიან ორგანიზებულები, ჰყავთ ძლიერი სამწვრთნელო შტაბი და მთელი გუნდი ელიტური მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული“, - ციტირებს ლორენცოს სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.







