„ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დიდი ალბათობით, კარიერას ამსტერდამის „აიაქსში“ გააგრძელებს.
ნიკოლო სკირას ცნობით, 34 წლის მეკარე ნიდერლანდურ გრანდში იჯარით გადავა. მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან გამოდის და 423 მატჩი ჩაატარა. გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ჟირონაში“ იყო, სადაც მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა.





