ფეხბურთი

14:49 | 28.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლიდსი" იაპონელი მეკარის დამატებას აპირებს

„ლიდს იუნაიტედს“ „პარმასა“ და იაპონიის ნაკრების მეკარის, ზიონ სუძუკის დამატება სურს.

იაპონელი მეკარე მსოფლიოს ჩემპიონატზე შესანიშნავად თამაშობს და „ლიდსი“ აპირებს, რომ „პარმას“ ოფიციალური შეთავაზება გაუკეთოს. იტალიურო კლუბი 30 მილიონ ევროს ითხოვს. „ლიდსმა“ სუძუკისთვის კონტრაქტი 2031 წლამდე გაამზადა. თუმცა, ფეხბურთელით „ასტონ ვილაც“ ინტერესდება.

ზიონ სუძუკი „პარმაში“ 2024 წლიდანაა და 59 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო მანამდე „ურავა რედ დაიმონდსის“ და „სენტ ტრუიდენის“ ღირსებას იცავდა, იაპონიის ნაკრებში კი 27 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092072