ფეხბურთი

12:10 | 28.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიის ნაკრებიდან მწვრთნელი გაათავისუფლეს

შოტლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან ვერ გავიდა, რის შემდგომაც, მთავარი მწვრთნელი სტივ კლარკი გაათავისუფლეს.

მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გაირკვა, რომ შოტლანდია საუკეთესო 8 მესამეადგილოსანში ვერ მოხვდებოდა, ფეხბურთის ფედერაციამ კლარკთან თანამშრომლობის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

სტივ კლარკი შოტლანდიის ნაკრებში 2019 წლიდან მუშაობდა. მან გუნდი ევრო 2020-ზე და ევრო 2024-ზე ათამაშა, ხოლო 1998 წლის შემდეგ პირველად, სქოთებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაც მოახერხეს.

თუმცა, შოტლანდიამ ჯგუფში სუსტად ითამაშა: ჰაიტის მოუგო, მაგრამ მხოლოდ 1:0, ხოლო შემდეგ მაროკოსა (0:1) და ბრაზილიასთან (0:3) დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094186