არ არის ძირითად შემადგენლობაში როტაციისა და დასვენების მიზნით? არ არის პრობლემა - შევა და გაიტანს.
ლიონელ მესი მიმდინარე მუნდიალზე დაფრინავს და უკვე მეექვსე გოლი გაიტანა. მუნდიალზე სულ მე-19, რითაც თავისივე რეკორდი უფრო გააუმჯობესა.
არგენტინა უმოტივაციოდ იყო, მაგრამ ორდანიას მაინც მოუგო. პირველ ტაიმში ჯოვანი ლო ჩელსომ და ლაუტარო მარტინესმა გაიტანეს, რასაც იორდანიამ მეორე ტაიმის დასაწყისში ალ ტამარის გოლით უპასუხა. თუმცა, მე-80 წუთზე მესიმ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.
არგენტინამ ჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და 1/16-ფინალში კაბო ვერდეს შეხხვდება. პოტენციური მერვედფინალიც მისთვის ძალიან ხელსაყრელია - ავსტრალია ან ეგვიპტე.
არ ვიცით, ეს „ხიხონის სირცხვილის“ გამეორება იყო თუ არა, მაგრამ ალჟირს და ავსტრიას ფრე აწყობდათ და ფრე დაფიქსირდა, რითაც ორივე ნაკრები ჯგუფიდან გავიდა. არადა, ვინც წააგებდა, ჯგუფში ჩარჩებოდა და ირანი გავიდოდა.
ავსტრია ორჯერ უგებდა ალჟირს, მაგრამ აფრიკელებმა ორჯერ გაათანაბრეს, ხოლო 93-ე წუთზე რიად მაჰრეზმა დუბლი შეასრულა და ანგარიში 3:2 გახადა. თითქოს, ავსტრია რჩებოდა და ირანი გადიოდა, მაგრამ საშა კალაიჯიჩმა 96-ე წუთზე მოახერხა გათანაბრება და რალფ რანგნიკის გუნდიც ჯგუფიდან გავიდა.
ამრიგად, ყველა 1/16-ფინალური წყვილი გარკვეულია და უკვე დღეიდან პლეი-ოფიც დაიწყება.
ალჟირი - ავსტრია 3:3 (1:1)
გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (28), 1:1 ბელგალი (45), 1:2 ზაბიცერი (55), 2:2 მაჰრეზი (60), 3:2 მაჰრეზი (90), 3:3 კალაიჯიჩი (90)
იორდანია - არგენტინა 1:3 (0:2)
გოლები: 0:1 ლო ჩელსო (19), 0:2 ლაუტარო (31, პენ), 1:2 ტამარი (55), 1:3 მესი (80)
| # | გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | გატანილი | გაშვებული | ბურთების სხვაობა | ქულა | |
| 1. | არგენტინა | 3 | 3 | 0 | 0 | 8 | 1 | +7 | 9 | |
| 2. | ავსტრია | 3 | 1 | 1 | 1 | 6 | 6 | 0 | 4 | |
| 3. | ალჟირი | 3 | 1 | 1 | 1 | 5 | 7 | -2 | 4 | |
| 4. | იორდანია | 3 | 0 | 0 | 3 | 3 | 8 | -5 | 0 |
1/16-ფინალები
გერმანია - პარაგვაი
საფრანგეთი - შვედეთი
სამხრეთ აფრიკა - კანადა
ნიდერლანდები მაროკო
პორტუგალია - ხორვატია
ესპანეთი - ავსტრია
აშშ - ბოსნია
ბელგია - სენეგალი
ბრაზილია - იაპონია
კოტ დივუარი - ნორვეგია
მექსიკა - ეკვადორი
ინგლისი - დრ კონგო
არგენტინა - კაბო ვერდე
ავსტრალია - ეგვიპტე
შვეიცარია - ალჟირი
კოლუმბია - განა
მესამეადგილოსნებს შორის პლეი-ოფში ვერ მოხვდნენ ირანი, სამხრეთ კორეა, შოტლანდია და ურუგვაი.







