პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კოლუმბიასთან მატჩის (0:0) შემდეგ ისაუბრა:
„კრიშტიანუ მიჩვეულია საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნას. ის ძალიან დისციპლინირებულია თავის პოზიციაზე და ასევე ქმნის სივრცეს თანაგუნდელებისთვის.
მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. შესაძლოა, შემდეგ მატჩში ცვლილებების შეტანა დაგვჭირდეს, მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციასა და მონაცემებზე დაყრდნობით ვაფუძნებთ, - თქვა მარტინესმა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/16-ფინალში ხორვატიის ნაკრებს შეხვდება.







