კალათბურთი

22:10 | 28.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ლატვიას 10 ქულით აჯობა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლატვიის ნაკრები დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა პირველ პერიოდში 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი გამოდგა, რადგან შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. საქართველომ მეტოქე 10 ქულის სხვაობით - 87:77 დაამარცხა.

გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი მარკის რიდს ჰქონდა, რომელმაც 23 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა მიითვალა, გოგა ბითაძეც შესანიშნავად გაისარჯა - 17 ქულა, 8 მოხსნა. დუდა სანაძემ გუნდს 12 ქულა შესძინა, რატი ანდრონიკაშვილმა და ბექა ბურჯანაძემ 11-11 ქულა.

საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა. წინ 2 ივლისს, უკრაინასთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩია, შემდეგ კი 5 ივლისს, ესპანეთს უმასპინძლებს.

ლატვია - საქართველო 77:87 (17:29, 22:18, 17:18, 21:22)

სტატისტიკა სრულად...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171367