ფეხბურთი

23:47 | 28.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკა" "ატლეტიკოდან" ფრანგ მცველს დაიმატებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი კლემენ ლენგლე კარიერას ლისაბონის „ბენფიკაში“ გააგრძელებს.

მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ფრანგი ფეხბურთელი პორტუგალიურ გრანდთან კონტრაქტს 2029 წლის ივნისამდე გააფორმებს. ის „ბენფიკაში“ ანტონიო სილვას შეცვლის, რომელიც დიდი ალბათობით, „მილანში“ გადავა.

31 წლის ლენგლეს „ნანსიში“, „სევილიაში“, „ბარსელონაში“, „ტოტენჰემში“, „ასტონ ვილაში“ უთამაშია, ხოლო მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას ბოლო ორი სეზონის განმავლობაში იცავდა. საფრანგეთის ნაკრებში მას 16 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094162