ფეხბურთი

1:49 | 29.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

იან დიომანდემ პსჟ-ს და "ლივერპულს" შორის არჩევანი გააკეთა

„ლაიფციგის“ ფეხბურთელს, იან დიომანდეს კარიერის გაგრძელება „პარი სენ-ჟერმენში“ სურს.

19 წლის შემტევით „ლივერპულიც“ ინტერსდება, მაგრამ ფაბრიციო რომანოს ცნობით, კოტ დივუარელის არჩევანი ნათელია - ის პსჟ-ში თამაშზე ოცნებობს თუ „ლაიფციგი“ მის გაყიდვას გადაწყვეტს, არჩევანი გაკეთებული აქვს.

არაა გამორიცხული, რომ მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, პსჟ-ს ფეხბურთელი ბრედლი ბარკოლა „ლივერპულში“ გადავიდეს. „ლაიფციგი“ კი, დიომანდესთან განშორებას ადვილად არ აპირებს - 100 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს.

გასულ სეზონში კოტდივუარელმა ფეხბურთელმა გერმანული გუნდის მაისურით 36 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.14246