ფეხბურთი

12:51 | 29.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს გეგმები: ორი გარემარბი და ცენტრალური მცველი

„პარი სენ-ჟერმენი“ „ლაიფციგთან“ იან დიომანდეს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

გერმანული კლუბი 19 წლის გარემარბში 100 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს, ან 100 მილიონს და ერთი სეზონით იჯარით მის შენარჩუნებას (ამ შემთხვევაში, იანი პსჟ-ს გაისად შეუერთდება). თუმცა, პსჟ-ს დიომანდე რაც შეიძლება მალე სურს.

კოტდივუარელმა ფეხბურთელმა „პარი სენ-ჟერმენთან“ ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია. მისი სურვილი პარიზულ გუნდში თამაშია, მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპულიც“ იწვევს.

თავის მხრივ, პარიზში დიომანდეს გადასვლის შემთხვევაში, ბრედლი ბარკოლას მომავალი შეიძლება შეიცვალოს და ფრანგი ფეხბურთელი „ლივერპულში“ წავიდეს.

პსჟ-ს სამიზნე მხოლოდ აფრიკელი ტალანტი არაა: როგორც ცნობილია, პსჟ აქტიურად მუშაობს „მონაკოდან“ მაგნის აკლიუშის ტრანსფერზე, რომელიც ასევე ფლანგის შემტევია. ფრანგული გუნდი ცენტრალური მცველის დამატებასაც აპირებს, თუმცა, ჯერ კანდიდატები უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088197