ფეხბურთი

14:22 | 29.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთ კორეის ნაკრებიდან მწვრთნელი გადადგა

სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰონ მიუნ-ბო დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ მიიღო.

„ვტოვებ სამხრეთ კორეის ნაკრებს. მინდა, ფანებს მოვუბოდიშო, რომლებსაც უვართ კორეული ფეხბურთი და ნაკრებს გულშემატკივრობენ. ვერ მივაღწიეთ შედეგებს, რასაც ისინი ელოდნენ“, - თქვა ბომ.

სამხრეთ კორეამ მუნდიალზე ჩეხეთი დაამარცხა, მაგრამ მექსიკასა და სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა, რის შედეგადაც ჯგუფში ჩარჩა.

ჰონ მიუნ-ბო სამხრეთ კორეის ნაკრებს 2013-2014 და 2024-2026 წლებში წვრთნიდა. მანამდე „ულსანში“ მუშაობდა. მას 1990-2002 წლებში ეროვნულ ნაკრებში 136-ჯერ უთამშია (10 გოლი) და 2002 წლის მუნდიალზე გუნდის კაპიტანიც იყო, სადაც მეოთხედფინალში ესპანეთს გადამწყვეტი პენალტი გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094192