ფეხბურთი

15:26 | 29.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

სპინაცოლამ "ნაპოლისთან' კონტრაქტი გაახანგრძლივა

„ნაპოლიმ“ ლეონარდო სპინაცოლასთან კონტრაქტის განახლების შესახებ გამოაცხადა.

მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის საფუძველზე, იტალიელი მცველი გუნდში 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ლეონარდო სპინაცოლა „ნაპოლიში“ 2024 წლიდან თამაშობს და 72 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ბევრგან უთამაშია, მათ შორის, „რომაში“, „იუვენტუსსა“ და „ატალანტაში“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091795