მოლოდინისამებრ, გიორგი ქვილითაია კარიერას "ჰოლშტაინ კილში" გააგრძელებს. გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა ქართველ ფეხბურთელთან თანამშრომლობის დაწყების შესახებ.
მხარეებს შორის კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა. გიორგი კილს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ფრანგული მეცი დატოვა.
„ძალიან გამოცდილი, კლასიკური ფორვარდი დავიმატეთ ვიმატებთ. ის საჯარიმოში შესანიშნავია, ფიზიკურად ძლიერი და თავით კარგად თამაშობს. გარდა ამისა, მას ლიდერის თვისებებიც აქვს“, - აღნიშნა კლუბის დირექტორმა ოლაფ რებემ.
გიორგი ქვილითაიას კარიერის განმავლობაში უნგრულ დიორში, გორის დილაში, დინამო თბილისში, ვენის რაპიდში, ბელგიურ გენტში, ანორთოსისსში, აპოელ-სა და არისში უთამაშია, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი მეცში გაატარა, სადაც პირველად ითამაშა ტოპლიგაში და 10 მატჩში 2 გოლით გამოირჩა. საქართველოს ნაკრებში მას 43 შეხვედრაში 7 გოლი გაუტანია.
ჰოლშტაინ კილი გასულ სეზონში II ბუნდესლიგაში 41 ქულით მე-12 ადგილი დაიკავა. თუ სატრანსფერო პერიოდში არაფერი შეიცვალა, გერმანიის რანგით მეორე ლიგაში მომდევნო სეზონში სამი ქართველი იქნება - გიორგი ქვილითაია (კილი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი) და ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი).





