ფეხბურთი

17:20 | 29.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ენცო მარესკა "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელია

როგორც მოსალოდნელი იყო, პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიში“ ენცო მარესკამ შეცვალა.

ეს დიდი ხანი იყო გადაწყვეტილი, მაგრამ დღეს მხარეებმა კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც ძალაში 2029 წლის ზაფხულამდე იქნება.

„მანჩესტერ სიტი“ არის კლუბი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ და ამ გუნდის მწვრთნელობა ჩემთვის ბრწყინვალე შესაძლებლობაა. „სიტი“ წარმოუდგენლად კარგად მართული საფეხბურთო კლუბია. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ინოვაციური, დაგეგმილი და მიზანმიმართულია“, - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

ენცო მარესკას „მანჩესტერ სიტიში“ მუშაობის გამოცდილებაც აქვს, სადაც პეპ გვარდიოლას ასისტენტი იყო. დამოუკიდებლად კი, „პარმაში“, „ლესტერ სიტისა“ და „ჩელსიში“ უმუშავია.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ ზუსტად 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084761