ფეხბურთი

17:52 | 29.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძეს შანსი აქვს, ფორლანის და როსის მიღწევა გაიმეოროს

გიორგი მიქაუტაძეს შანსი აქვს, „ვილიარეალში“ დიეგო ფორლანის, ვიქტორ ფერნანდესის, ჯუზეპე როსის, სედრიკ ბაკამბუს და ჟერარ მორენოს მიღწევა გაიმეოროს.

საქმე ეხება ლა ლიგაში ზედიზედ ორ სეზონში მინიმუმ 10 გოლის გატანას. მხოლოდ ზემოხსენებულ ფეხბურთელებს აქვთ ეს გაკეთებული „ვილიარეალის“ მაისურით. ვინაიდან, ჟორჟმა გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 13 გოლი გაიტანა, მომდევნო სეზონში შეუძლია კიდევ ერთხელ უწიოს ორნიშნა ნიშნულს.

ფერნანდესმა 2000-2001 და 2001-2002 წლების სეზონებში 14-14 გოლი გაიტანა, ფორლანმა 2004-2005 წლებში 25, 2005-2006 წლებში 10 და 2006-2007 წლებში 18 გოლი გაიტანა. ჯუზეპე როსიმ ეს ზედიზედ ოთხჯერ შეძლო: 2007-2008, 2008-2009, 2009-2010 და 2010-2011 წლების სეზონებში. სედრიკ ბაკამბუმ 2015-2016 და 2016-2017 წლების სეზონებში, ხოლო ჟერარ მორენომ 2019-2020 და 2020-2021 წლების სეზონებში. ასე რომ, მიქაუტაძე თუ მომდევნო სეზონში კონკრეტულად ლა ლიგაში მინიმუმ 10 გოლს გაიტანს, ხსენებული ფეხბურთელების მიღწევას გაიმეორებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგის 2025-2026 წლების სეზონში 32 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 42 შეხვედრაში 15 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა. ჟორჟი "ვილიარეალის" სეზონის ბომბარდირი გახდა. გარდა, ამისა, 1 გოლი ლიგა 1-შიც გაიტანა, რადგან სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "ლიონში" დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169217