ჩეხეთის ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელი, მიროსლავ კოუბეკი გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიცალურად დადასტურდა.
კოუბეკმა ჩეხეთი 20-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა, მაგრამ მუნდიალზე გუნდი ძალიან წარუმატებლად გამოვიდა - მექსიკის, სამხრეთ კორეისა და სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
მიროსლავ კოუბეკი ჩეხეთის ნაკრებში 2025 წლიდან მუშაობდა. მანამდე ის უმეტეს წილად ჩეხურ კლუბებს წვრთნიდა, მათ შორის, ყველაზე წარმატებით „პლზენს“.







