რობერტ ლევანდოვსკი „ჩიკაგო ფაირის“ ფეხბურთელია. ინფორმაცია ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა.
პოლონელი თავდამსხმელი ამერიკულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკის „ლეხში“, „დორტმუნდში“, „ბაიერნსა“ და „ბარსელონაში“ უთამაშია. პოლონელს ევროპული კლუბებიც იწვევდნენ, მაგრამ ამერიკულმა კლუბმა მას გაცილებით სარფიანი კონტრაქტი შესთავაზა.







