ნიკო პასი ისევ „კომოს“ მაისურით ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფეხბურთელის მოთხოვნა „რეალმა“ გაითვალისწინა და არგენტინელი მომდევნო სეზონსაც იტალიურ გუნდში გაატარებს. გარიგება ასევე ითვალისწინებს, რომ „რეალს“ ექნება ცალმხრივი უფლება, ნიკო პასის უფლებები 2027-2028 წლების სეზონისთვის უკან გამოისყიდოს.
ნიკო პასმა „კომოს“ მაისურით ბოლო ორ სეზონში 75 მატჩში 19 გოლის გატანა მოახერხა. ის „რეალის“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 8 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ წინააღმდეგ.





