2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალის დაწყებამდე ბევრი ნიდერლანდებსა და მაროკოს შორის დაპირისპირებას ამ ეტაპის ყველაზე საინტერესო შეხვედრად მიიჩნევდა და თამაშმა მაღალი მოლოდინები გაამართლა. მატჩი ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. ძირითადი დროის დიდი ნაწილის განმავლობაში „ატლასის ლომები“ უკეთესად გამოიყურებოდნენ.
პირველი ტაიმის შუაში მაროკოელებს ანგარიშის გახსნის ორი შესანიშნავი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერბრუგენმა ელ აინაუსა და ჰაკიმის რთული დარტყმები მოიგერია. მეორე ტაიმის დასაწყისში ძელმა ჰაკიმის ძლიერი დარტყმა მოიგერია. რონალდ კუმანის გუნდს ნახევარი ტაიმის განმავლობაში მსგავსი საგოლე მომენტი არ ჰქონია. ნიდერლანდელთა შეტევა ჯგუფური ეტაპის მატჩებთან შედარებით გაცილებით ნაკლებად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. თუმცა, მეორე ტაიმის შუაში ანგარიში გაკპოს გოლით ევროპელებმა გახსნეს. თუმცა, მათ ლიდერობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. დამატებულ დროში დიოპმა მაროკო ძირითად დროში დაუმსახურებელი მარცხისგან იხსნა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.
დამატებით ნახევარ საათში არანაირი საინტერესო მომენტი არ ყოფილა, ორივე გუნდის მოთამაშეები აშკარად დაღლილები იყვნენ. თუმცა, მაროკომ ერთი სახიფათო შესაძლებლობა შექმნა. დამატებითი დროის პირველი თხუთმეტი წუთის განმავლობაში რაჰიმის უნდა გაეტანა გოლი, მაგრამ ვერბრუგენის ჯობნა ვერ შეძლო.
მატჩის გამარჯვებული პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც ასევე ერთობ დაძაბული აღმოჩნდა, უამრავი აცდენილი დარტყმით. მაროკოს ფეხბურთელები მეტოქეებთან შედარებით ოდნავ უფრო ზუსტნი აღმოჩნდნენ. საიბარის გოლმა „ატლასის ლომებს“ მერვედფინალში ადგილი მოუტანა.
ასეთი ადრეული გამოვარდნა, უდავოდ, დიდი იმედგაცრუებაა ნიდერლანდებისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კუმანის გუნდმა ძირითადი დროის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გაუშვა გოლი. მეორეს მხრივ, მაროკომ მატჩის უმეტესი ნაწილის განმავლობაში მეტოქეზე უკეთესად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი დიდი ძალა არიან არა მხოლოდ საკუთარ კონტინენტზე, არამედ გლობალურად. მოჰამედ უაჰბის გუნდი მერვედფინალში კანადას დაუპირისპირდება და აფრიკელები მატჩისწინა ფავორიტებად ითვლებიან.
ნიდერლანდები - მაროკო 1:1 (2:3 პენ)
30 ივნისი. მონტერეი. სტადიონი BBVA
1:0 გაკპო, (72), 1:1 დიოპი, (90+1)
პენალტების სერია
კოპმაინერსი - (1:0). ელ აინაუი - (1:0) (ძელი). კლუივერტი - (1-0) (ძელი). რაჰიმი - (1:1). ვეგჰორსტი - (2:1). ტალბი - (2:2). ტიმბერი - (2:2) (ააცილა). ჰაკიმი - (2:2) (ძელი). სამერვილი - (2:2) (მეკარე). საიბარი - (2:3)
ნიდერლანდები: ვერბრუგენი, ვან დეიკი, აკე (კოპმეინერსი, 71), ვან ჰეკე, გრავენბერხი (ჰატო, 86), დე იონგი (დე რუნი, 110), ვან დე ვენი (ტიმბერი, 86), დუმფრისი, გაკპო (კლუივერტი, 113), სამერვილი, ბრობი (ვეგჰორტი 71)
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
მაროკო: ბუნუ, დიოპი, რიადი (სალაჰ-ედინი, 75), მაზრაუი, ჰაკიმი, ბუჰადი (ელ მურაბეთი, 79), ელ აინაუი, უნაი (რაჰიმი, 86), ელ ჰანუსი (ტალბი, 87), დიასი (იასინი, 79), საიბარი
მწვრთნელი: მოჰაბმედ უაბი
გაფრხილება: დიოპი, (47)
მსაჯი: ვილტონ სამპაიო (ბრაზილია)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6(2)-11(5), ბურთის ფლობა: 30%-70%, კუთხურები: 5-8 , თამაშგარე: 3-0, ჯარიმები: 18-15







