„ინტერმა“ ოფიციალურად გამოაცხადა 37 წლის მეკარე იან ზომერის წასვლის შესახებ, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ. შვეიცარიელი მეკარე კარიერას მილანურ კლუბში ასრულებს, სადაც სამი სეზონი ითამაშა და ოთხი ტიტული მოიგო. ამის შესახებ „ინტერის“ ოფიციალური ვებ-გვერდი წერს.
კლუბში თამაშის განმავლობაში ზომერმა ყველა ტურნირზე 139 მატჩი ჩაატარა და 120 გოლი გაუშვა. მან 66-ჯერ კარი მშრალად შეინარჩუნა. იან ზომერმა „ინტერთან“ კონტრაქტი 2023 წლის აგვისტოში გააფორმა.
მეკარემ კლუბთან ერთად ოთხი ტიტული მოიგო, მათ შორის ორჯერ სერია A, ერთი იტალიის თასი და ერთი იტალიის სუპერთასი. მანამდე ზომერი „ბაზელში“, „გრასჰოპერში“, „გლაბახში“ და „ბაიერნში“ თამაშობდა.





