იურგენ კლოპმა გერმანია - პარაგვაის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ჯონათან ტაას გოლი მსაჯს არ უნდა გაეუქმებინა.
გერმანელმა მწვრთნელმა დამატებით დროში არჩათვლილ გოლზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „თუ ეს გოლი უნდა გაუქმებულიყო, მაშინ „არსენალი“ ინგლისის ჩემპიონი ვერ გახდებოდა, რადგან მათი გოლების 60% ასე გავიდა“.
შეგახსენებთ, რომ მსაჯმა ვალდემარ ანტონის მხრიდან მეკარეზე ბლოკირება დააფიქსირა და გოლი გააუქმა. საბოლოოდ, გერმანია პენალტების სერიაში დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატს 1/16-ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.







