ფეხბურთი

18:49 | 30.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანმა" გონსალო რამოში დაიმატა

„მილანმა“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ გონსალო რამოში დაიმატა. ტრანსფერი ოფიცილურად დადასტურდა.

„როსონერიმ“ 25 წლის პორტუგალიელ ფორვარდთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 5 მილიონ ევროს გადაუხდის. მისი ტრანსფერი „მილანს“ 74 მილიონი ევრო დაუჯდა, რითაც რამოში კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.

გონსალო რამოში პსჟ-ში 2023 წლიდან თამაშობდა და 131 მატჩში 45 გოლი გაიტანა. მანამდე ის ლისაბონის „ბენფიკას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175586