მადრიდის „ატლეტიკომ“ „ლევერკუზენიდან“ ალეხანდრო გრიმალდო შეიძინა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
„როხიბლანკომ“ ესპანელ მცველში 20 მილიონი ევრო გადაიხადა და მას კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. გრიმალდოს არასდროს უთამაშია ლა ლიგაში, ასე რომ, ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში თამაშის შესაძლებლობა პირველად მიეცემა.
30 წლის ალეხანდრო გრიმალდო „ბარსელონას“ აღზრდილია, მაგრამ სახელი „ბენფიკაში“ გაითქვა, სადაც 2015-2023 წლებში 303 მატჩში 27 გოლი გაიტანა. მას შემდეგ „ლევერკუზენშია“ და 145 შეხვედრაში 30 გოლით გამოირჩა, რაც მცველისთვის დიდებული სტატისტიკაა. ესპანეთის ნაკრებში მას 14 უგოლო თამაში აქვს ჩატარებული.





